ფეხბურთი

1:16 | 8.04.2021 | ნანახია NaN - ჯერ

მბაპემ "ბაიერნი" ბეწვის ხიდზე დატოვა, "ჩელსი" თითქმის ნახევარფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი რაუნდი დასრულდა და გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა, მაგრამ ცხადია, ყველაფერი ერთ კვირაში, საპასუხო შეხვედრებში გაირკვევა.

მთავარი დაპირისპირება მიუნხენში შედგა, სადაც გასული სეზონის ფინალის რიმეიქი გაიმართა. „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა ძალიან დაეტყო და პარიზში გამოუვალ მდგომარეობა ჩავა.

საქმე ისაა, რომ პსჟ-მ „ალიანც არენაზე“ იმარჯვა. ანგარიში მესამე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, მაგრამ მანუელ ნოიერის არადამაჯერებელი ქმედება და შეცდომაც აშკარა იყო. პარიზელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ „ბაიერნი“ შეტევაში აქტიურობდა და უფრო უკეთ რომ გამოეყენებინა საგოლე მომენტები, ანგარიშს მალევე გაათანაბრებდა. სტუმრებმა კი მეორე ნორმალური შეტევაც გოლად აქციეს. ნეიმარმა საოცარი პასი გააკეთა და მარკინიოსი ნოიერთან პირისპირ დარჩა, ბრაზილიელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. სხვათა შორის, ნეიმარმა პირველი გოლის დროსაც საგოლე პასი გააკეთა და ასისტების დუბლი მიითვალა. „ბაიერნმა“ ანტრაქტამდე შეამცირა სხვაობა და ერიკ ჩუპო-მოტინგმა ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა.

სხვაობის შემცირების შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ ზეწოლა გაზარდა და მეორე ტაიმის დასაწყისშ ტომას მიულერმა გაათანაბრა. მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 48-ე გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანდრეი შევჩენკოს გაუთანაბრდა. „ბაიერნისგან“ განსხვავებით „პარი სენ ჟერმენი“ შეტევაში უბრალოდ უშეცდომო იყო და 68-ე წუთზე მბაპემ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, მბაპემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მე-13 გოლი გაიტანა და ფრანგ ფეხბურთელებში ტიერი ანრის გადაასწრო (12 გოლი), მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩება (19). დარჩენილ დროში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადაგდა - 2:3.

სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი ბოლოს 2019 წელს „ლივერპულთან“ ჰქონდა წაგებული და ეს სერია შეწყვიტა. წინ საპასუხო მატჩია და „ბაიერნი“ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშეა, რადგან პრაქტიკულად აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, თანაც იმ მატჩშიც არ იქნება რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მიუნხენურ „გიგანტს“ დამაგვირგვენებელ ფაზაში ძალიან დააკლდა. ჩემპიონთა ლიგა ახლოსა მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩეს.

დღის მეორე შეხვედრაში კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი გაირკვა. „ჩელსიმ“ ნომინალური სტუმრის რანგში „პორტუ“ მეისონ მაუნთისა და ბენ ჩილველის გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა და საპასუხო თამაშს პრაქტიკულად აზრი დაუკარგა. ორივე წყვილში განმეორებითი მატჩები 13 აპრილს გაიმართება.

„ბაიერნი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:3 (1:2)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ზულე (ბოატენგი 42), ალაბა, ლუკას ერნანდესი; გორეტცკა (დევისი 33), კიმიხი; სანე, მიულერი, კომანი; ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; დაგბა, მარკინიოსი (ერერა 30), კიმპემბე, დიალო (ბაკერი 46); დანილო, გეიე; დი მარია (კინი 71), ნეიმარი (რაფინია 90), დრაქსლერ; მბაპე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 მარკინიოსი (28), 1:2 ჩუპო-მოტინგი (37), 2:2 მიულერი (60), 2:3 მბაპე (68)

გაფრთხილება: ლუკას ერნანდესი (35), კიმიხი (70), ბოატენგი (72), ჩუპო-მოტინგი (89) - დრაქსლერი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (12) – 5 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 15:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

„პორტუ“ – „ჩელსი“ 0:2 (0:1)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა (კონსეისაო 83), მბემბა, პეპე, სანუსი; კორონა, ურიბე, გრუიჩი, ოტავიო (ვიეირა 83), მარეგა (მარტინესი 83), დიასი

მწვრთნელი: სერჟო კონსეისაო

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; ჯეიმსი (ტიაგო სილვა 80), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ემერსონი 90), ჩილველი; მაუნთი (კანტე 80), ვერნერი (პულიშიჩი 65), ჰავერტცი (ჟირუ 65)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 მაუნთი (32), 0:2 ჩილველი (85)

გაფრთხილება: მბემბა (63), გრუიჩი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:42 | 15.09.2017
berodaviti (4285)

ასეა როცა ავტორიტეტი არ ჰყავს რეკორდმაისტერს, გვარდიოლას ბავარიაც კი ჯობდა მიუხედავად არაგერმანული ხასიათისა, უსუსტესია ბავარია რასაც ვხედავ 35 წლის მანძილზე...

ჰო მართლა კაშაი ისევ დაფრინავს ევროთასებზე, ფიფა და უეფა ლგპდ გახდა...

19:37 | 15.09.2017
roma1985 (62)

Vabshe 7nda daaxve8no amadac robensac fa l4vanasac. Mochames amatma ukve da charchnrn dzcel droshi 5avi isrv varskvlavebi goniat... atamashon xamesi iqif kidev ptangi garemarbi ro yavt iuvedan nayifi eg atamashon

18:41 | 15.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ადმინ სალაჰი ლიგის ტურის საუკეთესო გახდა დადე გაუსწორდება შემოდის ხოლმე აქ.აბა მესი რონალდოს მოეგო მთავარზე იქნებოდა 2 თვე

09:57 | 16.09.2017
ტორნადო (128)

აბა რა ეგ არი ზუსტადსულ ვიწერები პიარ აქვთ და ვიღაცას გონია ეს სულელები თუ პირველ გვერდს დაუთმობენ ამით მარადონას და კიჭას ჯობიან

18:33 | 15.09.2017
RHP (3623)

რაც არ უნდა იყოს კაი რა ანდერლეხტის დედაც მოვ**ან კაცო 78 წუთზე ვიღაცა შეუშვეს მოგებულ თამაშში დაიკიდე რა :დ მით უმეტეს რიბერი ხარ ტიტულები ***რებზე 2 ტონა ნახევარი

18:32 | 15.09.2017
RHP (3623)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:33 | 15.09.2017
RHP (3623)

რა ყველაფერს მიბლოკავთ კოპის გარეშე კომენატრი ვერ დავწერე რა ;Dდდ

18:20 | 15.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რიბერი რამ დააყ ევა დდდ არა ფრენკს დიდი სახელი აქ მიუნხენში უცებ მოგვარდება მისი ამბავი მარა ბაიერნში ვერაა საქმე კარგად.მალე გამოვა ამ გაუგებრობიდან გუნდი და ლიგაზე გაიწევს იმენა დარწმუნებული ვარ აი პსჟ სთან მაინტერესებს მაგრად

17:44 | 15.09.2017
valeri8848 (2622)

დასჯას რა უნდა მაგრამ პრობლემა მოგვარდება კი?//??? ეს არ იქნება 1და2 დღის დაწყილი პრობლემა ერთს დასჯი ორს სამს და ესეთი ქმედებები კლუბზე იმხელა უკუ რეაქციას გამოიწვევს, დასჯილი კლუბი უფრო გამოვა. დადგეს მერე ეგ რუმენიგე თუ სირაჯხანა და არჩიოს საქმეები

16:28 | 15.09.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

თავხედია სუფთა ეს დეგენერატი ფრანკენშრეინი, დასასჯელია და დასჯიან კიდევაც!

16:03 | 15.09.2017
O. Mertskhali (8101)

მოკლედ ამ ხალხის არ მესმის რაა... ათამაშებენ და იძახიან გადაღლილები ვართო, რამდენი თამაში გვიწევს კაცოო... გამოცვლიან და რას მცვლიო... 34 წლის კაცი გამოცვალეს მაშინ როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო - პირიქით მადლობელი უნდა დარჩენილიყო... თან ზამენაზე რომ ხალხი ზის, ამ ბებერზე ბევრად ნაკლებია ან არ უნდათ თამაში? მოკლედ, ასეთი ხალხი არათუ უნდა დასაჯო, საერთოდ უნდა დააპაშოლო გუნდიდან... ეს ხამი, გოლის გატანა უნდოდა ბიჭს, 10 კაციანი ანდერლეხტისთვის DDDDDDDD

15:38 | 15.09.2017
keano16 (44)

ჩასაფრებულივით გამომდის მარა დიდი იმედი მაქ წელს ბავარია მანჩესტერს შეხვდება და მანჩესტერი ათრევს ცირკის ბ&&ივით გარდი გარდმო

18:41 | 15.09.2017
mushni (93569)

იხმარს...მანჩ3სტერს...ტუდა სუდა

15:37 | 15.09.2017
keano16 (44)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:20 | 15.09.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ლოგიკურია რაც ბავარიაში ხდება.
როგორც წესი გაუპატიურებულ ადამიანებს ფსიქოლოგიური დამარება ესაჭიროებათ. ეხლა მკითხავთ, ეგ რა შუაშიაო. იმ შუაშია, რომ ამ გაზაფხულზე ნახევარფინალისკენ მშვიდად მიმავალი ქალბატონი ბავარია გზაში სამმა მოძალადემ გააუპატიურა - კაშაიმ, პერესმა და რონალდუმ

20:46 | 15.09.2017
berodaviti (4285)

კაშია თუ არაბუნებრივად დაასრულებს ს-------ს, ჩემს თავზე ვიღებ DDDDDDDD

20:47 | 15.09.2017
berodaviti (4285)

კაშაი კაცო კაშაი...

15:48 | 15.09.2017
sabonis (9584)

რა ხარ კორბენ თავში კაშაი რომ დაწერე ამით უდიდესი აგრესია აიცილე(ნუ შეარბილე მაინც)DDDDDDD

16:00 | 15.09.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

პოლიტკორექტული ვარ

16:04 | 15.09.2017
O. Mertskhali (8101)

მგონი, არაფერი გემუქრება... ნუ, ჰიტლერი თუ არ გამოჩნდა საღაციდან

15:05 | 15.09.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

რაც საქრთველოში ხდებოდა 90იანებშI

0.166488