სხვა

1:12 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის შემდეგ ბასკეთში

სლოვენიელი ველომრბოლების, ტადეი პოგაჩარის და პრიმოჟ როგლიჩის მეტოქეობამ, ტურ დე ფრანსიდან, ბასკეთის ტურზე გადაინაცვლა და ისეთივე დრამატულია, როგორიც შარშანდელი ტურის ფინიშზე იყო. და ამჯერადაც პოგაჩარმა გაიმარჯვა. ოღონდ, „მხოლოდ“ რბოლის მე-3 ეტაპზე.

22 წლის პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) მეტოქე საფინიშო სპურტში დაამარცხა. ამის მიუხედავად, როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) რბოლას ლიდერობს და მეორეზე მყოფ პოგაჩარს 20 წამს უგებს. პოგაჩარისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე მოგებული ეტაპია (სხვადასხვა რბოლებში). სლოვენიური დუელი ბოლო 150 მეტრზე შედგა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ვეტერანმა ესპანელმა (მოვისტარი) ბრიტანელ ადამ იეიტსს (ინეოს გრენადერსი) და ესპანელ მიგელ ლანდას აჯობა.

როგლიჩმა და პოგაჩარმა მეტოქეები ბოლო აღმართზე ჩამოიტოვეს და ბოლო ორი კილომეტრი, ერთმანეთთან პაექრობაში გაატარეს. როგლიჩმა ყველაფერი იღონა მეტოქის ჩამოსატოვებლად, მაგრამ ტურ დე ფრანსის ჩემპიონს ბოლოსთვის მეტი ენერგია შემორჩა.

„დილით ჩვენ მანქანით ის ადგილი მოვინახულეთ, სადაც ფინიში გველოდა. გუნდის მენეჯერმა მაჩინმა მარშრუტი კარგად დამიხასიათა. კარგად გავაცნობიერე აღმართის სირთულე და გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ მისი გავლისას, წინ ვიქნებოდი. ამით ფინიშის სიახლოვეს არსებულ დაღმართზე უპირატესობას მივიღებდი. ეს წარმატება ძალიან მახარებს, რადგან აქ ორი წლის წინათაც ვიყავი და მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და კარგად ვიასპარეზებდი. ეს მშვენიერი რბოლაა და ფანების ენთუზიაზმი ნამდვილი საოცრებაა“, - ამბობს პოგაჩარი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097808