ჩოგბურთი

20:43 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარიში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მერვეფინალში ნიკოლოზმა სლოვაკი იოზეფ კოვალიკი 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილმა ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ეისი არ ჰქონია, ხოლო სლოვაკმა ხუთი ეისი შეასრულა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. საბოლოო ნიკოლოზმა 244 გათამაშებიდან 124 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

მეოტხედფინალში ბასილაშვილი იალ ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ლიამ ბროდი დაამარცხა. ქართველი და გერმანელი ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ და ნიკოლოზმა ორი მატჩი მოიგო. ბასილაშვილმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო შტრუფთან.

0.115283