საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში გორის „დილამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა.
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა და ლევან კორღალიძის გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. სტუმრებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს: 84-ე წუთზე გიორგი ერისთავმა პენალტით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„საბურთალომ“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „დილა“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 11 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
„დილა“ – „საბურთალო“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტაბატაძე (41), 1:1 ბიძინაშვილი (54), 1:2 ერისთავი (84, პენ)