ფეხბურთი

16:04 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას ზედიზედ მეორე გოლი და "სამგურალის" ისტორიული გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა.

ხუთი გოლი გავიდა და ხუთივე პირველ ტაიმში. კუხანიძემ და ბურჯანაძემ სტუმრები საწყის 15 წუთში ორი ბურთით დააწინაურეს, რასაც მეოცე წუთზე გურამ კაშიას გოლი მოჰყვა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, რაც უდაოდ გამოსარჩევი ფაქტია. თუმცა, თუ გურამმა წინა ტურში „ლოკოს“ ქულა გადაურჩინა, ამჯერად, მის გუნდს ვერ უშველა. სულ მალე პაპუნა ფონიავამ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. ტაიმის ბოლოს კი თორნიკე კირკიტაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და „სამგურალმა“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 20 წლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო!

„სამგურალმა“ 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და ბოლო ადგილსაც თავი დააღწია. იმერული გუნდი 6 ქულით მერვე ადგილზეა, წინ კი „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება. „ლოკომოტივი“ კი 11 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება.

„ლოკომოტივი“ – „სამგურალი“ 2:3 (2:3)

გოლები: 0:1 კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 კირკიტაძე (45)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112463