ფეხბურთი

15:00 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კევინ დე ბრუინმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტის“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ინგლისელთა ვებგვერდი იტყობინება, დე ბრუინი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„შეუძლებელია უფრო მეტად ბედნიერი ვიყო. აქ თავს სახლში ვგრძნობ. ეს გუნდი მაქსიმუმისკენ მიისწრაფვის, ხელმოწერა გარდაუვალი იყო. ჩემი და გვარდიოლას ხედვები ემთხვევა ყველაფერში და ეს მნიშვნელოვანია. ახლა ტიტულების მოგებაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რასაც ვიმსახურებთ“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს და 255 მატჩში თავი 65 გოლითა და 100 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.134355