ავტოსპორტი

14:22 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 წლის სეზონს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გახსნის

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 წლის სეზონს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გახსნის. 11 აპრილს პირველ ეტაპში პრო2(PRO2) და პრო(PRO) ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა - 51 დრიფტერი მონაწილეობს.

ორგანიზატორების მიერ მოეწყობა ორი განსხვავებული სირთულის სარბოლო ტრასა, სადაც არალიცენზირებული დრიფტერები პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული დრიფტერები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ასევე სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყობა ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს შეეძლებათ მათი ახლოს გაცნობა და ფოტების გადაღება.

ღონისძიება 11 აპრილს 13:00 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მაყურებლები მხოლოდ პირბადის, დისტანციისა და კოვიდრეგულაციების დაცვით დაიშვებიან.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს "ევროპის ჩემპიონატის ფინალი დრიფტში" თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევულდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას.

აქიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერისთვის, გრანდიოზული პრიზი დააწესეს და ისინი შეუერთდებიან „ევროპის ჩემპიონატს დრიფტში“.



შეგახსენებთ, რომ ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდამჭერით და “BMW CLUB GEORGIA”-ს ორგანიზებით ტარდება.

0.121617