კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი გაიხსნა. რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ სხვადასხვა კლასში - Rotax Micro Max და Rotax mini Max-ში ჩატარდა.
შეჯიბრების ფარგლებში 12 პატარა ლიცენზირებული ავტომრბოლელი მონაწილეობდა. მათ შორის 2 მონაწილე ბათუმიდან, ხოლო 1 გოგონა.
მონაწილეების ასაკი 6-დან13 წლის ჩათვლით არის და ჩემპიონატის ფარგლებში ისინი 7 ეტაპის განმავლობაში შეეცდებიან პირველობისთვის ბრძოლას
პირველი ეტაპის სამეული კლასში Mini შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - მათე კობახიძე
2 ადგილი - ალექსანდრე ქაჯაია
3 ადგილი - ლადო კუხიანიძე
პირველი ეტაპის სამეული კლასში Micro კი შემდეგმა მონაწილეებმა დაიკავეს:
1 ადგილი - გიგი მებაღიშვილი
2 ადგილი - ალექსანდრე ბენაშვილი
3 ადგილი - ალექსანდრე თურმანიძე
აქვე ჰეტყვით, რომ პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდა საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის, თემურ ხიდეშელის სახელობის გარდამავალი თასიც, რომლის მფლობელებიც სწორედ პირველი ეტაპის გამარჯვებულები - გიგი მებაღიშვილი და მათე კობახიძე გახდნენ.
შემდეგი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე 24 აპრილს იგივე ფორმატით გაიმართება.