ფეხბურთი

13:23 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "უცხოპლანეტელები არსებობენ და მათ მთავრობები მალავენ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან კითხვაზე არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, საინტერესო პასუხი გასცა.

როგორც უელსელი ამბობს, მას სჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ:

„რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი შეთქმულების თეორია, მაგრამ აშშ-ში არსებობს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული უცხოპლანეტელების კადრები. ისინი ყალბი არ არის. უცხოპლანეტელები არსებობენ, 100%-ით. ალბათ, ეს მთავრობების საიდუმლობებია, მაგრამ მე ერთხელ ვნახე. უცხოპლანეტელები 100%-ით არსებობენ და ისინი მათ მალავენ“, - თქვა ბეილმა.

0.122729