ფეხბურთი

11:05 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბარსელონასთან" ქამ-ბექში 80% ფანების წვლილი იყო, ახლა სხვა ვითარებაა"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ (1:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი დამსახურებულად დამარცხდა, რადგან ცუდად ითამაშა.

„ნახევარფინალში თამაში თუ გსურთ, ამის უფლება უნდა დაიმსახუროთ. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთადერთი პოზიტიური მომენტი, რომლის ხაზგასმა შეიძლება, გოლის გარდა, არის ის, რომ ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. უბრალოდ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რითაც „რეალს“ პრობლემებს შევუქმნიდით. შეცდომები შეიძლება დაუშვა, მაგრამ საქმე ძალიან გავუადვილეთ. მეტს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ერთი გოლი და წინ მეორე თამაშია და ეს უკვე კარგია.

ნაბი კეიტას შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა შემეძლო მთელი გუნდი შემეცვალა. მადრიდის „რეალის“ სიჩქარისგან თავს ვერ დაიცავ, როდესაც ბურთს ბურთს არასწორ მომენტში დაკარგავ. ბურთის დაკარგვა შესაძლებელია და პრობლემა არ არის თუ ეს კარგ მომენტში მოხდება, მაგრამ უმარტივეს სიტუაციებში ეს არ უნდა მოხდეს. ბურთის ფლობაში უკეთესები უნდა ვიყოთ და უფრო მეტი შევქმნათ.

როდესაც „ბარსელონასთან“ 0:3 წავაგეთ, კარგი მატჩი გვქონდა, ამჯერად ასე არ იყო, მადრიდის „რეალი“ უკეთესი გახლდათ, თუმცა, კვლავ შეგვიძლია მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. „ბარსელონასთან“ მაშინდელი ქამ-ბექი 80%-ით გულშემატკივრების დამსახურებაა და მათ უზრუნველყვეს, ახლა სხვა ვითარებაა. მაგრამ, გპირდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდებით და ვნახოთ რა მოხდება“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

0.114077