სხვა

23:09 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძის მეშვიდე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში კახი ასანიძე მედლის გარეშე დარჩა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ვერ შეძლო იმ შედეგის დაფიქსირება, რაც კვარცხლბეკზე ასვლის შესაძლებლობას მისცემდა.

მან ორივე დისციპლინაში ორი-ორი ცდა გამოიყენა, მაგრამ მესამე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კახიმ ატაცში 144 და 148 კგ დააფიქსირა, ხოლო 151 კგ ვერ დაძლია. ატაცში მან მერვე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება აკვრას, 172 და 179 კგ დააფიქსირა, მაგრამ 182 კგ-ს ვერ გაუმკლავდა და ეს შედეგი მეშვიდე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ორჭიდის ჯამში ასანიძეს 327 კგ დაუგროვდა და საბოლო ჯამში ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ვერცხლის, გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.122258