მადრიდის „რეალის“ ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. სამშაბათ დილით ჩატარებულმა COVID-19-ის მისმა ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა.
ასე რომ, ვარანი ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ, პირველ მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, ის ვერც 10 აპრილს დაეხმარება თავისიანებს “ბარსელონასთან“ კლასიკოში.
„რეალი“ – „ლივერპული“ დღეს, 6 აპრილს გაიმართება მადრიდში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მასპინძლებს ვარანის გარდა დაშავებული სერხიო რამოსი, დანი კარვახალი და ედენ აზარი დააკლდებათ, სტუმრებს: ჯო გომესი, ჯორდან ჰენდერსონი, ჟოელ მატიპი, დივოკ ორიჯი და ვირჯილ ვან დეიკი.