ფეხბურთი

15:54 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი არბიტრზე: „მიზეზს ეძებს, რომ ყვითელი ბარათი მიჩვენოს“

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, უკმაყოფილო დარჩა არბიტრ სანტიაგო ხაიმე ლატრეს გარჯით, რომელიც პრიმერას 29-ე ტურის მატჩს ემასახურებოდა „ბარსელონასა“ და „ვალიადოლიდს“ შორის (1:0).

არგენტინელს რომ ყვითელი ბარათი მიეღო, მომავალი ტურის შეხვედრას გამოტოვებდა მადრიდის „რეალთან.“

პირველი ტაიმის დამთავრების შემდეგ, Movistar+-ის ეთერში მკაფიოდ გაისმა მესის სიტყვები კატალონიური კლუბის წარმომადგენილსადმი.

„მიზეზს ეძებს, რომ ყვითელი ბარათი მიჩვენოს. ეს აღმაშფოთებელია.“ - ჩიოდა ლეო.

0.121439