ფეხბურთი

14:48 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიომინმა კვარაცხელიას პროგრესის მიზეზი ახსნა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, თავისი ექს-შეგირდის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესზე ესაუბრა ჟურნალისტებს.

„ჯერ ერთი, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია. ეს თავიდანვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. მეორე - ერთობ მიზანმიმართულია. მესამე - ის სლუცკის კარგ ხელში და კარგ გუნდში მოხვდა, სადაც პროგრესისთვის ყველა პირობა აქვს. შესანიშნავად აჩენს თავს საქართველოს ნაკრებშიც. ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს.

მიმაჩნია, რომ ადრეც საკმაოდ გაჰქონდა და საგოლე პასებითაც გამოირჩეოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ყმაწვილი იზრდება. როცა ჩამოვიდა 18 წლის იყო. ახლა 20-საა. მისი ტექნიკური დონეც ყოველდღიურად იხვეწება. კიდევ დიდი პოტენციალი აქვს.“ - ციტირებს სიომინის სიტყვებს championat.com.

0.154094