ფეხბურთი

13:43 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა , რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის გუნდი, ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115188