ფეხბურთი

12:17 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ ყოფილი მფლობელი: „სალაჰის გაყიდვა არ მინდოდა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა“

„რომას“ ყოფილი მფლობელი, ამერიკელი ბიზნესმენი, ჯეიმს პალოტა, გამოტყდა, რომ არ უნდოდა ეგვიპტელის „ლივერპულში“ გაშვება.

„სალაჰი ჩინებული ყმაწვილი იყო. მიყვარდა და მისი დაკარგბა არ მინდოდა. მაგრამ არჩევანი არ მქონდა. ის ყველა ვარიანტში წავიდოდა, რადგან ბევრი ჰქონდა დასამტკიცებელი“ - ციტირებს პალოტას სიტყვებს The Athletic.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 28 წლის შემტევმა 29 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასით გამოირჩა.

0.121091