ჩოგბურთი

1:18 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღია პირველობა შეიძლება გადაიდოს

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინეანუმ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საფრანგეთის ღია პირველობა ისევ გადაიდოს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღაა. ამავე მიზეზით, დიდი სლემის თიხნარის ტურნირი გასულ სეზონში, შემოდგომისთვის გადაიდო.

პანდემიის მესამე ტალღის გამო, საფრანგეთმა მესამე ლოკდაუნი დაიწყო, რისი მიზანიც ვირუსის გავრცელების შეკავებაა და კონტროლს დაქვემდებარებაა. ლოკდაუნი უკვე დაწყებულია, მაგრამ ის ჯერჯერობით ნაკლებად ეხება პროფესიონალურ სპორტს. გამონაკლისი გახდა პარიზი-რუბეს ერთდღიანი ველორბოლა, რომელიც ოქტომბრისთვის გადაიტანეს.

საფრანგეთის წლევანდელი ღია პირველობა 23 მაისს უნდა დაიწყოს. და ჯერ არავინ იცის, იმ დროისთვის რა სიტუაცია იქნება საფრანგეთში და ევროპაში.

„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს მათთან (საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან, რომელიც როლან გაროსის ორგანიზატორია) და განვიხილავთ შეჯიბრის მოგვიანებით ჩატარების შესაძლებლობას. ამჟამად მაღალი დონის სპორტის სახეობები ჩვეულ რიტმში მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ჩვენ ვირუსის სპორტში გავრცელების რისკების შეზღუდვას ვცდილობთ“, - ამბობს მინისტრი.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განცხადა, რომ მისი მოლოდინით, ქვეყანაში ლოკდაუნს რეჟიმი შუა მაისიდან მოიხსნება.

0.134998