სხვა

23:38 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ჩხეიძის მცირე ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრი გოგა ჩხეიძე გავიდა. 67 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჩხეიძემ ატაცში 134, 138 და 140 კგ დააფიქსირა და მეოთხე ადგილი ერგო, ხოლო აკვარში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან 165 და 170 კგ დააფიქსირა, ხოლო 175 კგ ვერ დაძლია. აღნიშნული წონის ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი თურქი მუჰამდ ოზბეკი გახდა, ვერცლის მედალს მირჯო ზანი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ვალენტინ გენჩევს ერგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შოთა მიშველიძემ ვეცხლის მედალი მოიპოვა, ხვალ კი ასპარეზობაში კახი ასანიძე (73 კგ) ჩაერთვება.

0.115677