ფეხბურთი

22:28 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ"

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში კრიზისი აქვს და ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 31-ე ტურში ლარნაკას აეკ-თან წააგო (1:2) და ეს ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა.

თამაშის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს არ უმართლებს და თამაშის ხარისხით მეტოქეებს ბოლო ტურში ყოველთვის სჯობდა.

„კიდევ ერთი თამაში წავაგეთ, რომლის მოგება პირველივე ტაიმში შეგვეძლო. სამწუხაროდ ეს პრობლემა დიდი ხანია გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ და სხვებმა უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე იმსახურებდნენ. თასზე მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს „აპოელთან“ გვაქვს და მთელი ყურადღება მათზეა გადატანილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თამაშებს ყურადღებას არ მივაქცევთ. იღბალი ჩვენს მხარეს არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თასის მატჩებში ჩვენს მხარეს იქნება, ფეხბურთში ეს საჭიროა. ვფიქრობ, ჩვენ ყველა თამაშში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ წავაგეთ, ეს უიღბლობაა“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ ნიქოზიის „ომონიას“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება.

0.118504