ფეხბურთი

21:30 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ღმერთო ჩემო! ყველა გუნდია ძლიერია"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთ გუნდთან დაპირისპირება ძალიან მაგარი შანსია.

„ამაღელვებელი თამაში გველოდება. ძალან მძიმე წილისყრა გვერგო, მაგრამ მაინც კარგად ვარ, რადგან თუ სხვა გუნდებს გადახედავ, ფიქრობ, ღმერთო ჩემო! იმიტომ, რომ ყველა ძლიერია და ყველა ხარისხიანი გუნდია. მოუთმენლად ველოდები თამაშს, მათ სამი წლის წინ ფინალში ვეთამაშეთ და ჩვენთვის რთული საღამო იყო, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვეთამაშებით და ეს ძალიან მაგარია.

„რეალი“ კარგ ფორმაშია და ძალიან გამოცდილი გუნდია. თუ ვინმემ იცის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს მადრიდის „რეალია“. ჩვენ გვინდა გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ. გვინდა ამ სეზონიდან ის მივიღოთ, რაც შესაძლებელია, ახლა უკეთ დავიწყეთ თამაში და ბრძოლაში ვიმყოფებით. ჩემი გუნდი ამ ტიპის თამაშებისთვისაა აშენებული, ამიტომ შანსი გვაქვს. ყველა ამბობს, რომ „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ ამ გამოწვევის პრობლემა არ გვაქვს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.112111