ფეხბურთი

21:09 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალს" არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რა შეგვიძლია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „სამეფო კლუბის“ ძალას ამჟამად სათანადოდ ბევრი არ აფასებს.

„ჩვენთვის ეს ფინალია. წინ 180 წუთია, მაგრამ პირველ რიგში ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, სხვას არაფერს ვუყურებთ. ვფიქრობ, „რეალს“ ნაკლებად აფასებენ. მე ნამდვილად ვენდობი ჩემს გუნდს და ვიცი, რისი შესაძლებლობა გვაქვს. ყოველდღიურად ვმუშაობთ და დამარცხების შემდეგ თავს არასდროს ვხრით. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, რთული მომენტები გვქონდა, ახლა კი უფრო ძლიერები ვართ.

კლოპი შესანიშნავი და ძალია გამოცდილი მწვრთნელია. ამჟამად მისი ხანგრძლივი მუშაობის შედეგებს ვხედავთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112377