საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ბრძოლაში „მილანი“ დაწინაურდა. როგორც Tuttomercaweb-ი წერს, „როსონერი“ ხვიჩას აგენტთან მუდმივ კონტაქტშია
მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში იტალიაში ჩავა, სადაც როგორც „მილანის“, ისე „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება, მაგრამ გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე ლომბარდიული გრანდი პიემონტურ გრანდს უსწრებს. ჯერჯერობით სხვა უფრო მეტი დეტალი არ ვრცელდება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Match TV-ის ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად "მილანი", "იუვე" და "ნაპოლი" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ხვიჩას აგენტს უკვე იტალიაში ელოდებიან. ამის მიუხედავად, კონკრეტული და გადაწყვეტილი ამ დროისთვის არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. საქართველოს ნაკრებში მან 8 თამაშში 3 გოლი გაიტანა.