ფეხბურთი

13:59 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დადასტურდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი ალესანდრო ფლორენცი კორონავირუსით დაინფიცირდა და შესაბამისად გუნდს გამოაკლდა. ინფორმაცია პარიზელთა ვებგვერდმა დაადასტურა.

ფლორენცი პსჟ-ს მეორე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კოვიდ-19 მარკო ვერატის დაუდასტურდა და მოსალოდნელია, რომ ორივეს ვირუსი იტალიის ნაკრებში ყოფნის დროს გადაედო, სადაც სტაფის 4 წევრი იყო ინფიცირებული.

ფლორენცი პარიზულ გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.

0.114062