ფეხბურთი

11:06 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "პრემიერლიგა ძალიან რთული ლიგაა"

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ სტუმრად „ნიუკასლ იუნაიტედს“ დაუზავდა (2:2) და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რითაც „ჩელსისთან“ გათანაბრება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.

„პრემიერლიგაში ფეხბურთს ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ეს რთული ლიგაა. ჩვენი მეტოქე არ დანებდა, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვიქმნით პრობლემებს და მეტოქეებს შანსს ვაძლევთ, რომ თამაში დადებით შედეგამდე მიიყვანონ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემი“ 30 ტურის თავზე 49 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108063