სხვა

4:53 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლანდრიის ტური დანიელმა კასპერ ასგრენმა მოიგო

საგზაო ველოსპორტულ სეზონში მეორე კლასიკური რბოლა (მონუმენტი), ფლანდრიის ტური, დანიელი კასპერ ასგრენის გამარჯვებით დასრულდა. საფინიშო სპრინტში მან მოქმედ ჩემპიონს, ჰოლანდიელ მატიო ვან დერ პოელს აჯობა.

სპურტი ვან დერ პოელმა (ალპესინ-ფენიქსი) ფინიშამდე 250 მეტრით ადრე წამოიწყო, მაგრამ ასგრენმა (ელეგანტ-ქვიკსტეპი) გაყოლა შეძლო და როგორც კი შეამჩნია, რომ მეტოქის ტემპი დავარდა, მაშინვე დაწინაურდა. ამაზე კი პასუხი არ მიუღია.

ქალთა რბოლაში კი 38 წლის ჰოლანდიელმა ანემიკ ვან ფლუეტენმა (მოვისტარი) გაიმარჯვა, ვისთვისას ეს ამ პოპულარულ რბოლაში მოპოვებული მეორე ტიტულია. პირველს ის 10 წლის წინათ დაეუფლა. მან მეტოქეები ფინიშამდე 13 კილომეტრით ადრე ჩამოიტოვა და რბოლაც ეულად დაასრულა.

„ბოლო კილომეტრებზე თავს კარგად ვგრძნობდი. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი სპრინტში მეცადა. მართლა ძალიან რთული რბოლა იყო და ბოლოს ორივე ზღვარზე ვიყავით“, - განაცხადა ასგრენმა, ვინც გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი, ფინიშამდე 27 კილომეტრით ადრე გადადგა, როცა პელოტონი ჩამოიტოვა. მაშინ მას მხოლოდ ვან დერ პოელი და შარშანდელი ვიცე ჩემპიონი, ბელგიელი ვუტ ვან აერტი გაჰყვნენ.

აღმართ ოუდე კვარემონზე ვან აერტი ჩამორჩა. ვან დერ პოელმა ასგრენიც ჩამოიტოვა, მაგრამ დანიის ჩემპიონმა მოგვიანებით შეძლო დაწევა და საქმე სპრინტამდე მიიყვანა, სადაც უფრო სწრაფი და გამძლე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090325