ფეხბურთი

1:27 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ჩემპიონობის შანსი მცირდება

ესპანეთის ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე პიკს აღწევს. 29-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „სევილიას“ ესტუმრა და უქულოდ დარჩა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 70-ე წუთზე მარკოს აკუნიამ გაიტანა და ანდალუზიელებმა იმარჯვეს.

დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ ერთი ხანობა ისეთ სიტუაციაში იყო, ჩემპიონობა თითქოს ადვილად უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ახლა ნამდვილად სხვა ვითარებაა. „ბარსელონა“ ორშაბათს „ვალიადოლიდს“ „კამპ ნოუზე“ თუ დაამარცხებს, სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე სხვაობა ერთადერთი ქულა იქნება.

იქვეა მადრიდის „რეალიც“, რომელიც „როხიბლანკოს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ცხადია, ყველაფერი წინაა.

„სევილია“ – „ატლეტიკო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 აკუნია (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102392