სხვა

23:35 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში შოთა მიშველიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 61 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა წარმატებით იასპარეზა. ატაცში შოთამ თავდაპირველად 129 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ 131 და 134 კგ დაძლია და ატაცში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში მან 155 კგ დააფიქსირა და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ორი ცდა გააცუდა (159 და 162) ორჭიდის ჯამში მეორე ადგილზე მაინც გავიდა. მიშველიძემ საერთო ჯამში 290 კგ დააგროვა და მხოლოდ ბულგარელ მეტოქეს, სტილიან გროზდევს ჩამორჩა.

ამავე წონაში რამინ შამილიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც ატაცში 124 კგ დააფიქსირა, მაგრამ შემდეგ 128 კგ ორჯერ ვერ დაძლია. აკვრაში 147 და 154 კგ დააფიქსირა, მაგრამ 159 კგ-ს ვერ გაუმკლავდა. შედეგად, ორჭიდის ჯამში 279 კგ გამოუვიდა და ეს მხოლოდ მეცხრე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. აქვე გეტყვით, რომ 5 აპრილს 67 კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

0.115658