ფეხბურთი

20:16 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ კეინის მომავალზე ისაუბრა

ლონდონს „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა. ინგლისელ ფორვარდს ბოლო დროს „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

პორტუგალიელ სპეციალისტს ეს ჭორები არ აშინებს და ფიქრობს, რომ კეინი „ტოტენჰემში“ დარჩება.

„ჰარისთან მის მომავალს არც კი განვიხილავთ. ის ყოველდღიურად უფრო მეტს მუშაობს, პროფესიონალი და თავდადებული მოთამაშეა. არ არის საჭირო მასთან მომავალზე საუბრი. არ გვჭირდება მისი ტრანსფერის განხილვა. ჯერ კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აქვს გუნდთან და თუ თვითონ არ მოინდომებს ამ საკითხზე საუბარს, არ ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩემთან ამაზე არაფერი უთქვამს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 29 გოლის გატანა შეძლო.

0.114296