„მილანი“ „ატალანტას“ შემტევი ნახევარმცველით, იოსიპ ილიჩიჩით დაინტერესდა - გვამცნობს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-საიტი.
„მილანის“ წრმომადგენლები უკვე ესაუბრნენ 33 წლის ფეხბურთელის აგენტს. სლოვენიელი წინააღმდეგი არ არის გადაბარგდეს ბერგამოდან მილანში. ერთ-ერთი მიზეზი „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელთან, ჯან პიერო გასპერინისთან მისი გაუარესებული ურთიერთობაა.
მიმდინარე სეზონში ილიჩიჩმა „ატალანტას“ მაისურით 30 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება.