ფეხბურთი

16:07 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას გოლით "ლოკომოტივმა" "დინამო ბათუმთან" ქულა მოიპოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გორში შედგა, სადაც „დინამო ბათუმმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა. მე-6 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორი მანძილიდან ჯარიმა შეასრულა და გიორგი მამარდაშვილის კარი დალაშქრა. ბათუმელთა ნახევარმცველს გოლის გატანაშიც რიკოშეტიც დაეხმარა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა. ულად-ომარ იმრანის პასით გურამ კაშიამ გაიტანა, რომელიც შეტევაში სტანდარტულის დროს ჩაერთო და თავური დარტყმით გაათანაბრა. 33 წლის მცველმა საქართველოს ჩემპიონატში გოლი 2010 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.

გუნდებს საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ფრე - 1:1. საინტერესოა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში 2017 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა (11 თამაში ფრის გარეშე).

„დინამო ბათუმი“ 12 ქულით ამ დროისთვის ლიდერია და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ 11 ქულით მესამე პოზიციაზეა და წინ „სამგურალთან“ თამაში ელის.

„დინამო ბათუმი“ – „ლოკომოტივი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (6), 1:1 კაშია (41)

0.136165