ფეხბურთი

10:40 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Express.de: "ბაიერნმა" კვარაცხელიას მიმართ ინტერესი გამოხატა

მიუნხენის „ბაიერნი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა. როგორც გერმანული Express.de იტყობინება, „რეკორდმაისტერმა“ 20 წლის ქართველი შემტევის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა.

თუმცა, რამდენად სერიოზული ეს ინტერესი ან რა ეტაპზეა შესაძლო ტრანსფერი ალბათობა, უცნობია. ხვიჩა ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან გატანილი გოლებისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ ევროპული კლუბებისა და სკაუტების ინტერესი კიდევ უფრო მიიპყრო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხლიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი მიითვალა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებში კი 8 მატჩში 3-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124761