კალათბურთი

0:08 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ცსკა-ს ევროლიგაში 11 ქულით დაეხმარა

ევროლიგის ლიგის 33-ე ტურში მოსკოვის ცსკა საკუთარ მოედანზე „ხიმკის“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 97:72 მოიგო. მოსკოველები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და გამარჯვება მარტივად მოიპოვეს.

თორნიკე შენგელიამ 20:21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

მოსკოველთა რიგებში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

მოსკოვის ცსკა-ს 22 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 აპრილ „ლიონ-ვილერბანთან“ გამართავს.

0.113284