ავტოსპორტი

0:25 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 4 აპრილს განახლდება

საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 4 აპრილს განახლდება. რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ სხვადასხვა კლასში - Rotax Micro Max და Rotax mini Max ჩატარდება.

ჩემპიონატს ჰყავს ახალწვეულები რეგიონიდან (ბათუმი) და კიდევ ერთი გოგონა, საერთო ჯამში, შეჯიბრებაში მონაწილეობას 14 ლიცენზირებული პილოტი მიიღებს, მათ შორის ორი გოგონა იქნება.

მონაწილეების ასაკი 6-დან 13 წლის ჩათვლით არის და ჩემპიონატის ფარგლებში ისინი 7 ეტაპის განმავლობაში შეეცდებიან პირველობისთვის ბრძოლას.

აღსანიშნავია,რომ 2020 წელს ჩემპიონატის ფარგლებში უკიდურესად დაძაბული და სანახაობრივი 3 ეტაპი ჩატარდა, გამარჯვებულის ვინაობა კი ბოლო შეჯიბრებამ გადაწყვიტა.

ჩემოპიონატი Karting Club Georgia-ს ორგანიზებით და სსსფ-ს მხარდაჭერით ტარედება, პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდება საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის, თემურ ხიდეშელის, სახელობის გარდამავალი თასიც.

0.112807