"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "სამპდორიასთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს წინ 10 მატჩი ელოდება და შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
"მილანი" შაბათს "სამპდორიას" დაუპირისპირდება. გუნდს იტალიის ჩემპიონატში 59 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერს" შვიდი ქულით ჩამორჩება.
"სეზონის გადამწყვეტი პეროდი გვაქვს და წარმატებს მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. წინ კიდევ 10 მატჩი გველოდება და შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. შეხვედრები ჩვენ უშუალო კონკურენტებთან გვექნება და ასევე გასავარდ ზონაში მყოფ გუნდებთან, ასე რომ ამ მატჩების შედეგების პროგნოზი რთულია. "სამპდორიასთან" მატჩისთვის ჩვეულ რიტმში ვემზადებით, ყველა ჯანმრთელადაა და საბრძოლველად მზად." - განაცხადა პიოლიმ.