რაგბი

18:16 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპამ შალვა მამუკაშვილი დასაჯა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრ შალვა მამუკაშვილს რაგბი ევროპამ განაჩენი გამოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და შეხვედრის არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ მამუკაშვილის მობოდიშება მიიღო და ამ ფაქტის გათვალისწინებით, მას 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 28:17 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა, შალვა კი მატჩის მე-20 წუთზე გააძევეს და ქართველმა მორაგბეებმა დარჩენილი დრო კაცნაკლულებმა ითამაშეს. „ბორჯღალოსნები“ დასკვნით შეხვედრას 26 ან 27 ივნისს - ბელგიის ან ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.160043