ფეხბურთი

17:03 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" სეზონში პირველად მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და მეექვსე ტური წყალტუბოში, იმერული დერბით დაიწყო. „სამგურალმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და აღსანიშნავია, რომ თამაშს გულშემატკივრებიც დაესწრნენ.

ორივე გუნდისთვის ქულები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უჩა სოსიაშვილის გუნდს ბოლო ორი თამაში ჰქონდა წაგებული, ხოლო გია ცეცაძის გუნდს 5 ტურში ქულაც ვერ მოეპოვებინა.

„სამტრედია“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ამ მატჩში და იმარჯვა კიდეც. 71-ე წუთზ შესანიშნავი კომბინაცია მათე კვირკვიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა, რომელმაც ოთარ კობახიძის კარგი პასი შეირგო. სტუმრებმა 1:0 მოიგეს და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვეს.

„სამგურალმა“ სტარტზე ზედიზედ 3 ფრის შემდეგ ზედიზედ მესამედ წააგო. და ეს გუნდები 3-3 ქულით ბოლო ორ ადგილს ინაწილებენ.

„სამგურალი“ – „სამტრედია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კვირკვია (71)

0.120581