ფეხბურთი

16:01 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმო: "ბარსელონადან" არავინ მიდის ხორვატიაში, მაგრამ მე ეს გავაკეთე"

გერმანული „ლაიფციგისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა დანი ოლმომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „ბარსელონას“ აკადემია დატოვა და სათამაშოდ ზაგრების „დინამოში“ გადავიდა. ეს საკმაოდ უცნაური ნაბიჯი მან 2014 წელს გადადგა და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოიქცა.

„ბარსელონაში“ ფანტასტიკურ ტურნირებზე ვთამაშობდი, საოცარ ხალხს ვხვდებოდი და ბევრი რამ ვისწავლე. ერთხელ „კამპ ნოუზეც“ კი მომიწია თამაში, წმინდა ოცნება იყო. რატომ დავტოვე ეს გუნდი 7 წლის შემდეგ? გეგმა და თამაში მჭირდებოდა. თავიდან „ბარსელონაში“ არ სჯეროდათ, რომ მივდიოდი.

არავინ ტოვებს „ბარსელონას“ ხორვატიაში წასასვლელად. მაგრამ მე ეს გავაკეთე. როგორც კი მამაჩემმა მითხრა შემოთავაზების შესახებ ზაგრების „დინამოდან“, გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ და ვთქვი, რომ მივდიოდი“, - გაიხსენა დანი ოლმომ.

დანი ოლმო თავიდან „ესპანიოლის“ აკადემიაში იყო, შემდეგ 2007-2014 წლებში „ბარსელონაში“, 2014 წლიდან კი ზაგრების „დინამოში“, რომელიც 2020 წელს დატოვა და „ლაიფციგში“ გადავიდა. მას ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, თბილისში რამდენიმე დღის წინ გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთზე გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100881