კალათბურთი

14:19 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2022: წილისწყრის თარიღი და ერთი მეტოქე ცნობილია, საქართველო მე-4 კალათაშია

ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი მეოთხე კალათაშია. მოგეხსენებათ, თბილისის გერმანიასთან, ჩეხეთთან და იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეტოქე მეორე კალათიდან რუსეთის ნაკრები იქნება. საქმე ისაა, რომ ჩეხეთი და იტალია მასპინძლები არიან და მათთან შეხვედრა გამორიცხულია, ხოლო ლიეტუვამ მეოთხე მასპინძელთან, გერმანიაში თამაში ისურვა.

კალათები ასეთია:

I კალათა

ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი

II კალათა

ლიეტუვა, რუსეთი, იტალია, ჩეხეთი

III კალათა

პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია

IV კალათა

გერმანია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო

V კალათა

ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი

VI კალათა

ბოსნია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ბულგარეთი

აქვე გეტყვით, რომ წილისყრა 29 აპრილს თბილისის როით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11597