ფეხბურთი

11:22 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი გუარინი მშობლებზე ძალადობის გამო დააკავეს (+VIDEO)

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფრედი გუარინი ოჯახური ძალადობის გამო დააკავეს. 34 წლის ნახევარმცველს ბრალად მშობლების ცემა ედება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს სისხლის კვალი კოლუმბიელი ფეხბურთელის ტანსაცმელზე, ის ალკოჰოლური ზმოექმედების ქვეშ იყო.

პოლიციამ გუარინი დაპატიმრა და გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ფრედი გუარინი ამჟამად „მილიონარიოსის“ ღირსებას იცავს. მან სახელი „პორტუსა“ და „ინტერში“ თამაშით გაითქვა. კოლუმბიის ნაკრებში კი 2006-2015 წლებში 57 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.11653