თამაშგარე

10:25 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

“თარსი კენდალის“ ამბავი

აშშ-ში ცნობილ მოდელ კენდალ ჯენერს “თარს კენდალს“ ეძახიან და ეს მეტსახელი მისთვის მართლაც რომ ზედგამოჭრილია. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის ამბავი, რომ ამ გოგოს ძირითადად ცნობილ კალათბურთელებთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და ვისაც კი საწოლში ჩაუგორდა, ყველას სპორტული კარიერა უკან წავიდა.

კენდალ ჯენერი წლების წინ სხვადასხვა პერიოდში ჯერ ბენ სიმონსს, შემდეგ ბლეიკ გრიფინს, ამის მერე ჯორდან კლარკსონს, მერე დიანჯელო რასელსა და კაილ კუზმას ხვდებოდა. ცრუმორწმუნეები რომც არ ვიყოთ, ფაქტია, რომ ყველა ზემოჩამოთვლილის კარიერა ჯენერის ქალთან თანყოფის მერე წინ ნამდვილად არ წასულა.

ამერიკის ბულვარული მედიის წარმომადგენელბი ახლაც ხშირად ხუმრობენ, რომ როგორც ჩანს, წინა ოყლაყთა ბედი ჯენერის ახლანდელ სატრფოს, კალათბურთელ დევიდ ბუკერსაც მოელის. არადა, როგორ გინდა ასეთ ქალზე ცრურწმენის გამო უარი თქვა, სულ რომ ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი იყო...

0.15098