ავტოსპორტი

10:57 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო: საზრიანი და პატარა ცუნოდა იაპონიის საუკეთესო შანსია ჰყავდეს ჩემპიონი

„ალფატაურის“ იაპონელმა ახალწვეულმა იუკი ცუნოდამ ფორმულა 1-ში სადებიუტო რბოლის შემდეგ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. „რედ ბულის“ მოტორსპორტის კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ კი ეს არის იაპონიის საუკეთესო შანსი, ჰყავდეს ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონი.

„ის ძალიან საზრიანი და როგორც ვამბობ, მისი 20 წლისთვის, ძალიან სრულყოფილია. მალე ის ფორმულა ერთის ახალი ვარსკვლავი გახდება. გუნდში ის ყველას მოსწონს. ის შარმიანი, 20 წლის იაპონელი ბიჭია, იუმორის გრძნობით“, - ამბობს მარკო.

ცუნოდამ „ალფატაურის“ პირველივე ტესტებიდან, რომლებიც იმოლაზე, ოთხი თვის წინათ ჩატარდა, თანაგუნდელებს შორის პოპულარობა მოიპოვა. ბაჰრეინის რბოლა მან მეცხრე ადგილზე დაასრულა, რითაც 2009 წლის შემდეგ, ფ1-ის საუკეთესო იაპონელი ახალბედა გახდა.

მარკო დასძენს: „სიმაღლით 159 სანტიმეტრია და 61 კილოგრამს იწონის, რის გამოც, ყველა დიზაინერს მოსწონს“!

მრკო დასძენს, რომ „ალფატაურის“ ინჟინრებს გვარიანი გარჯა დასჭირდათ იმისთვის, რომ ცონოდას გაბარიტებისთვის კოკპიტი და სიმულატორი მოერგოთ.

„მთავარი პრობლემა პედლები იყო. საჭირო იყო მათი გადაადგილება. რაც შეეხება სიმულატორს, ამჟამადაც ვერ შევძელით მისი სათანადოდ მორგება“.

ცუნოდამ სტარტი მე-13 პოზიციიდან აიღო და ფინიშთან მეცხრე მივიდა. დებიუტანტისთვის ეს სერიოზული პროგრესია. კვალიფიკაციაშიც მესამე ნაწილში გასვლა ვერ შეძლო, რადგან გუნდმა მეორეში მისი ავტომობილი მედიუმ საბურავებით შემოსა.

მარკო ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ცუნოდას კვალიფიკაციაზე რბილი საბურავებით გამოუშვებდნენ.

ცუნოდა ევროპაში ორი წლის წინათ, მას შემდეგ ჩავიდა, რაც იაპონიაში 2018 წელს ფორმულა 4-ის რეგიონული ჩემპიონატი მოიგო. „ჩვენ ის ევროპაში ჩამოვიყვანეთ. ერთი სეზონი ფ3-ში იყო, ერთი სეზონი ფ2-ში და უცებ ფ1“, - ყვება მარკო.

ცუნოდამ შარშან ფორმულა 2-ის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონ მიკ შუმახერს 15 ქულით ჩამორჩა. მარკო დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პრობლემების გარეშე, ცუნოდა ადვილად გახდებოდა ჩემპიონი.

0.152426