ჩოგბურთი

3:21 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაუტისტა აგუტმა მედვედევი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ATP-ს მასტერს 1000-ის სერიას ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს მას შემდეგ გაირკვა, როცა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6-4, 6-2 დაამარცხა რუსი დანიილ მედვედევი და ნახევარფინელში გავიდა, სადაც მეტოქედ 19 წლის იტალიელი იანიკ სინერი ეყოლება.

ბაუტისტა აგუტს (ფოტო) მედვედევი წინა ორივე შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა. და ამჯერადაც რუსს შანსი არ დაუტოვა. მედვედევმა მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი იწვნია (17 მოგება აქვს).

„ორ სეტში დანიილის დამარცხება ნიშნავს, რომ დიდებულად ვითამაშე. ძალიან სოლიდური ვიყავი, რითმს ვცვლიდი და მას გარჯას ვაიძულებდი. როცა კორტზე ვარ, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. პირველი სეტი ძალიან რთული იყო. მოკლედ, ჩემი მხრიდან ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო“, - განაცხადა 32 წლის ბაუტისტა აგუტმა

პირველი სეტის რვა გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა ესპანალმა მეცხრეში ბრეიკს მიაღწია, რასაც მედვედევის მიერ ჩოგნის კორტზე დანარცხება მოჰყვა. ბაუტისტა აგუტმა სეტი თავისი გეიმის მოგებით დაასრულა, მეორე სეტში კი მიზანს ადვილად მიღწია.

მეორე ნახევარფინალში, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი ითამაშებს, რომელმაც ბერძენ სტეფანოს ციციპასს 2-6, 6-3, 6-4 მოუგო. მის მეტოქეს კი ამერიკელი სებასტიან კორდას და რუსი ანდრეი რუბლიოვის შეხვედრა გაარკვევს.

0.104182