ნაომი ოსაკას გამარჯვებათა სერია, რომელიც შარშანდელი თებერვლიდან გრძელდებოდა, შეწყდა. მიამის ღია პირველობის მეოთხედფინალში ის ბერძენ მარია საკარისთან უშანსოდ - 6-0, 6-4 დამარცხდა. ამ მარცხთან ერთად, ოსაკამ მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსის მოპოვების შანსიც დროებით დაკარგა.
პირველი სეტის მშრალად მოგების შემდეგ, საკარი 1-4-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ ხუთ გეიმში იმარჯვა და შეხვედრასაც წერტილი დაუსვა. ნახევარფინალში მას კანდლ ბიანკა ანდრეესკუსთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც სამ სეტში ესპანელ სარა სორიბეს ტორმოს მოუგო. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი და უკრაინელი სვეტლინა სვიტოლინა დაუპირისპირდებიან.
„ის შესანიშნავი მებრძოლია და ვიცოდი, რომ იოლი შეხვედრა არ მელოდა. ვგრძნობდი, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში, ისე ვერ ვთამაშობდი, როგორც მსურდა. ამ განწყობით, მაღალი დონის მოთამაშესთან გამკლავება ძნელია“, - ამბობს ოსაკა, ვინც პირველი სეტის 21 წუთის განმავლობაში, მხოლოდ 8 ქულის აღება შეძლო და 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამის წყალობით, საკარიმ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
მეორე სეტის პირველივე გეიმში, საკარის კიდევ ერთი ბრეიკის სამმაგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. შემდგ ოსაკამ მეტოქის მოწოდბაზე შეძლო გეიმის მოგება, რასაც საკუთარი გეიმის აღება მოაყოლა (კიდევ სამი ბრეიკ პოინტი მოიგერია) და 3-0 დაწინაურდა. და როცა ოსაკა 4-1 დაწინაურდა, საკარიმ ისევ „გაიღვიძა“ - ზედზედ ხუთი გეიმი მოიგო.
ანდრეესკუმ 6-4, 3-6, 6-3 მოიგო. შეხვედრა 2 საათს და 36 წუთს გრძელდებოდა. პირველი სეტის დასაწყისში, სორიბეს ტორმომ ორი ბრეიკის აღება შეძლო და 4-0 დაწინაურდა, მაგრამ ანდრეესკუმ ამის შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტიც არეული იყო. ორივე ჩოგბურთელს საკუთარ მოწოდებაზე გეიმის მოგება უჭირდა. მერე ესპანელმა შეძლო თავისი გეიმის მოგება, 4-3 დაწინაურდა და ამას მეტოქის მოწოდბის აღებაც მოაყოლა. ბოლოს ისევ ტავის მოწოდებაზე ივარგა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი სეტის მეხუთე გეიმში კანადელმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, დარჩენილ ოთხ გეიმიდან სამიც მოიგო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
P.S. ქალთა ბადის ნახევარფინალში, ეშლი ბარტიმ 6-3, 6-3 დაამარცხა ყაზახი ელინა სვიტოლინა და ფინალის საგზური მოიპოვა.