იტალიის მოქმედი ჩემპიონის, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ვესტონ მაკკენის, პაულო დიბალასა და არტურ მელოს დასჯის. საქმე ისაა, რომ სამივე ფეხბურთელმა კოვიდ-რეგულაცია დაარღვია.
მაკკენიმ თავის ვილაში წვეულება მოაწყო, სადაც დიბალა და არტურიც იყვნენ და ეს ინფორაცია გასაჯაროვდა. შედეგად, იტალიური მედია იტყობინება, რომ სამივეს კვირამდე გუნდთან ერთად ვარჯიში აეკრძალა.
შესაბამისად, დიბალა, მაკკენი და არტური შაბათს, „ტორინოსთან“ გასამართ დერბიში გუნდს ვერ დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ დიბალამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა.
„იუვეს“ დერბი დელა მოლეში მერიჰ დემირალი და ლეონარდო ბონუჩიც დააკლდება, რადგან ორივეს კორონავირუსი აქვს.