„დორტმუნდის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის მამა ალფ-ინჟე ჰოლანდი და აგენტი მინო რაიოლა ბარსელონადან მადრიდში გაფრინდნენ და ფლორენტინო პრესს შეხვდნენ.
როგორც ჩანს, ნორვეგიელი ტალანტისთვის კლუბის შერჩევა აქტიურად დაიწყო. დღის პირველ ნახევარში სინი ბარსელონაში იყვნენ და ჟოან ლაპორტას ესაუბრნენ, ხოლო შემდეგ მადრიდში ჩავიდნენ და ფლორენტინო პერესთან გამართეს შეხვედრა.
ჯერჯერობით არცერთი შეხვედრიდან დეტალები ცნობილი არ არის. ჰოლანდის შეძენით ორივე ესპანური გრანდია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და 33 გოლის გატანა მოახერხა.