„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, უცხოეთში მოთამაშე ფრანგი ფეხბურთელები გაცილებით მშვიდად ცხოვრობენ და ნაკლებ კრიტიკას იღებენ.
„როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, სალაპარაკოდ მზად ვიქნები. ჯერჯერობით, ახალ კონტრაქტზე პროგრესი არ არსებობს. რა თქმა უნდა, კრიტიკა მედიაში მოსაბეზრებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფრანგულ გუნდში და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობ. ვხედავ, რომ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე იგივე დამოკიდებულება არ არის, ისინი უფრო მძვიდად ცხოვრობენ.
მე ყოველთვის აქ ვარ, პრესა ჩემზე ბევრს საუბრობს, მაგრამ ეს ვიცოდი, როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტს ვაფორმებდი. ვნახოთ რა მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანია, სადაც ხარ, თავს კარგად გრძნობდე“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და დიდი შანსია პარიზული გუნდი ზაფხულის ტრანსფერო პერიოდში დატოვო.