ფეხბურთი

14:26 | 1.04.2021 | ნანახია 1279 - ჯერ

კეინი ინგლისის ნაკრების რეკორდსმენი გახდა პენალტების რეალიზაციის მაჩვენებლით

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, ინგლისის ნაკრებმა „უემბლიზე“ პოლონელებს 2:1 მოუგო და I ჯგუფს მაქსიმალური 9 ქულით ლიდერობს.

შეხვედრის მე-19 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით მასპინძელთა კაპიტანმა, ჰარი კეინმა გახსნა.

Opta Joe-ს ცნობით, 27 წლის შემტევი ინგლისის ეროვნული გუნდის რეკორდსმენი გახდა პენალტების რეალიზაციის მაჩვენებლით. კეინს ახლა 10 ზუსტი დარტყმა მოუგროვდა. მანამდე რეკორდი ფრენკ ლამპარდს ეკუთვნოდა - 9 ზუსტი პენალტი.

ახლა კეინს „სამი ლომის“ შემადგენლობაში ჯამში 34 გოლი აქვს გატანილი, რეკორდსმენი კი უეინ რუნია 53 გოლით.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:54 | 03.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია თავს აღარ შეირცხვევენ

00:53 | 03.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

წარმატებები არაბედში

0.058899
1279