ფეხბურთი

1:20 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიამ გერმანიაში მოიგო, ჯგუფს სომხეთი ლიდერობს...

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. J ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები სტუმრად დაამარცხა!

დიახ, იმ მაკედონიამ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში საქართველოს ხელი შეუშალა. გორან პანდევის პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლით იგორ ანგელოვსკის გუნდი დაწინაურდა, რასაც მეორე ნახევარში ილქაი გიუნდოგანმა პენალტით უპასუხა.

თუმცა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა გერმანელთა კარში ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 1:2. სხვათა შორის, გერმანიამ 2001 წლის შემდეგ (ინგლისთან 1:5) პირველად წააგო მუნდიალის შესარჩევში.

J ჯგუფს 3 ტურის შემდეგ 9 ქულით სომხეთის ნაკრები ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გერმანია და ჩრდ. მაკედონია 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ამ ჯგუფში არიან რუმინეთი და ისლანდია, რომლებმაც 3-3 ქულა მოიპოვეს. მოკლედ, წინ ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესო მატჩები გველოდება.

გერმანია - ჩრდ. მაკედონია 1:2

გოლები: 0:1 პანდევი (45), 1:1 გიუნდოგანი (63, პენ), 1:2 ელმასი (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297