ფეხბურთი

23:10 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ალაბას ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს

მადრიდის "რეალს" ავსტრიის ეროვნული ნაკრების მცველის დავიდ ალაბას დამატება სურს, თუმცა ამავდროულად კლუბის ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს, იმ შემთხვევაში თუ "ბაიერნის" ფეხბურთელის ტრანსფერს ვერ განახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

"სამეფო კლუბი" ალაბას გარდა აკვირდება ჯიუ კუნდეს ("სევილია"), პაუ ტორესს ("ვილიარეალი"), კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი") და ხესუს ვალიეხოს ("გრანადა"). ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუმთავრდება და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ავსტრიელის დამატება ასევე სურს "ბარსელონას" და "რეალს" მოუწევს სარფიანი წინადადების შეთავაზება.

0.118479