ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ აგენტებს გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული 35 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. აღნიშნულ მონაცემებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.
გასული წლის ზაფხულში "ჩელსი" აქტიურად იყო ჩაბმული სატრანსფერო პერიოდში და დაიმატა ისეთი მოტამაშეები როგორებიც არიან ინგლისის ნაკრების მცველი ბენ ჩილუელი "ლესტერიდან" და გერმანიის ეროვნული გუნდის შემტევი კაი ჰავერცი "ლევერკუზენიდან". გასული წლის 1 თებერვლიდან 12 თვის განმავლობაში აგენტებს "არისტოკრატებმა" 35,247,822 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
აღნიშნულ კატეგორიაში დახარჯული თანხების მხრივ მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია" და "ქალაქელებმა" აგენტებისთვის 30,174,615 გადაუხადეს, ხოლო მესამეზეა "მანჩეტერ იუნაიტედი" – 29,801,555. ყველაზე ნაკლები თანხა პრემიერლიგის კლუბებს შორის "ვესტ ბრომვიჩმა" დახარჯა - 4,222,059. სულ კი ინგლისის ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმა აგენტებს 272,220,223 გადაუხადეს.